პედაგოგებისთვის
სადიაგნოსტიკო ტესტი მათემატიკაში №
1
მოსწავლე
_______________________________ კლასი:
1. შემოხაზე ორას შვიდიათას ერთის ციფრული ჩანაწერი.
ა) 2071 ბ) 20701 გ) 200701 დ) 207001
2.
მოცემული რიცხვში: 35426
რომელი
ციფრი
უნდა გადავხაზოთ, რომ დაგვრჩეს უდიდესი შესაძლო რიცხვი?
ა) 6 ბ) 5 გ) 2 დ) 3
3. რომელია 308001–ის სიტყვიერი ჩანაწერი?
ა) სამი ათას რვაას ერთი ბ) ოცდაათი ათას რვაას ერთი
გ) სამას რვა ათას ერთი დ) სამი მილიონ რვა ათას ერთი
4.მამას 5 ასლარიანი, 7 ათლარიანი და 3 ერთლარიანი აქვს.
რომელი გამოსახულებით გამოითვლი - რა თანხა აქვს სულ მამას?
ა) 5+7+3 ბ) 5•100+7•10 გ) 57+3 დ) 5•100+7•10+3
5.
რამდენი
წიბო
აქვს
ოთხკუთხა
პირამიდას
ა) 4 ბ) 5 გ) 8 დ) 9
6. 26-მა ბავშვმა გადაწყვიტა ნავით გასეირნება. ცნობილია, რომ თითო ნავი 4- ადგილიანია. სულ ცოტა რამდენი ნავი დასჭირდებათ ბავშვებს იმისათვის, რომ ყველა ბავშვმა ერთდროულად ისეირნოს ნავით? პასუხი:
7. გადაამრავლე და შემოხაზე სწორი პასუხი 4 x 116 =
ა) 4424 ბ) 664 გ) 464 დ) 444
8. რიცხვი 52137 წარმოადგინეთ სათანრიგო შესაკრებთა ჯამად
9. მატარებლის კუპირებულ ვაგონში 9 სამგზავრო კუპეა, თითოეული - 4-ადგილიანი. საერთო ვაგონში 28 ადგილით მეტია, ვიდრე კუპირებულში. შემდეგთაგან რომელი გამოსახულებით შეიძლება გარკვევა, თუ რამდენი ადგილია საერთო ვაგონში?
ა) 9 · 4 – 28 ბ) 9 · 4 + 28 გ) 9 · 4 დ) 9 · (4 + 28)
10.
იანგარიშე
ქვეშმიწერით:
12648 : 31 =
11. მეყვავილეები ხუთ-ხუთი ვარდისგან თაიგულებს კრავენ. კვირა დღეს საყვავილეში სულ 38 ვარდი ჰქონდათ დარჩენილი. რამდენი ხუთვარდიანი თაიგულის შეკვრას შეძლებდნენ მეყვავილეები და რამდენი ვარდი მორჩებოდათ?
ა)
3 თაიგული და კიდევ 7 ვარდი.
ბ)
6 თაიგული და კიდევ 8 ვარდი.
გ)
7 თაიგული და კიდევ 3 ვარდი.
დ) 8
თაიგული
და კიდევ 2 ვარდი.
12. რომელ რიცხვშია 8 ათასეული და კიდევ 12 ერთეული.
ა) 80012 ბ)
8012 გ) 812 დ) 802
13. თუ x : 25 = 800, მაშინ x =
ა) 800 : 25 გ) 800 – 25 ბ) 800 . 25 დ) 800 + 25
14. რვაკუთხედის ყველა გვერდი ტოლია. მისი პერიმეტრია 24 სმ. რას უდრის ამ რვაკუთხედის ერთი გვერდის სიგრძე?
ა) 3 სმ ბ) 4 სმ გ) 6 სმ დ) 24 სმ
15. შემოხაზე 50321-ის ათასეულისა და ათეულის თანრიგებში მდგარი ციფრების ჯამი.
ა) 2 ბ)
7 გ) 5 დ) 4
16. რომელ ვარიანტშია რიცხვები ზრდის მიხედვით დალაგებული?
ა) 25000, 13700, 28000,
30000
ბ) 13700, 25000, 30000,
28000
გ) 25000, 28000, 13700,
30000
დ) 13700, 25000, 28000,
30000
Комментариев нет:
Отправить комментарий