ოლიმპიადის რეფლექსია
24 .06.2019
ოლიმპიადისთვის
მომზადება.რეფლექსია.
ოლიმპიადებისთვის,კონკურსებისთვის,შეჯიბრებებისთვის მოსწავლეების მომზადება.
სკოლის დასახელება
|
დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის №22 საჯარო
სკოლა.
|
||||||||||
პროგრამის დასახელება
|
მათემატიკა- კლასგარეშე დამატებითი მუშაობა
ოლიმპიადებისთვის,კონკურსებისთვის,შეჯიბრებებისთვის მოსწავლეების მომზადება.
|
||||||||||
პროგრამის ტიპი
|
კლასგარეშე დამატებითი სამუშაო
|
||||||||||
პროგრამის ხანგრძლივობა
|
10 ოქტომბრიდან-24 მაისამდე
|
||||||||||
სწავლების ენა
|
ქართული
|
||||||||||
პროგრამის შემუშავების თარიღი და განახლების
საკითხი
|
პროგრამა შემუშავებულია 2018 წლის ოქტომბერში.
განახლდება საჭიროების მიხედვით.
|
||||||||||
წინაპირობა
|
მოსწავლეების ინდივიდუალური შესაძლებლობები და
მოთხოვნები.
|
||||||||||
პროგრამის მიზნები და ამოცანები
|
|||||||||||
მათემატიკის ცოდნის გაღრმავება.ოლიმპიადებისთვის
მოსწავლეების მომზადება. ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბება,ცოდნის გაფართოება და
გამყარება.
|
|||||||||||
პროგრამის მიმართულებები.
|
|||||||||||
განტოლებები;
ამოცანების ამოხსნა;
წილადები;
ფიგურის ( მართკუთხედი,კვადრატი,მართკუთხა
სამკუთხედი ,პარალელოგრამი,ნებისმიერი მრავალკუთხედი ) პერიმეტრისა და
ფართობების გამოთვლა;
ალბათობაზე ამოცანები;
ყველა შესაძლო რიცხვების ჩამოთვლა;
ამოცანების ამოხსნა სინჯის ხერხით;
რიცხვითი ღერძი, საკოორდინატო ბადე.
|
|||||||||||
მიმართულების ძირითადი მიზნები.
|
|||||||||||
1.
რიცხვების
ჩაწერა და წაკითხვა,განტოლების ამოხსნა,სხვადასხვა ამოცანების ამოხსნა
სხვადასხვა ხერხით, მართკუთხედის,კვადრატის,მართკუთხა
სამკუთხედის,პარალელოგრამის,რომბის,ნებისმიერი ფიგურის პერიმეტრებისა და ფართობების გამოანგარიშება.ამოცანის ტექსტის
წაკითხვა და გაანალიზება-მთავარი აზრის გადმოცემა,კითხვებზე პასუხის უნარის
ჩამოყალიბება,თავისი დამოკიდებულების (საკუთარი აზრის გამოხატვის ) უნარის განვითარება,წერითი სავარჯიშოების
შესრულება.
|
|||||||||||
სწავლების მეთოდები და სტრატეგიები.
|
|||||||||||
ინდივიდუალური მუშაობა,წყვილებში მუშაობა,ჯგუფური
მუშაობა.
|
|||||||||||
პროგრამის შედეგები
|
|||||||||||
პროგრამის საშუალებით მოსწავლეს შეუძლია დიდი
რიცხვების წაკითხვა,ჩაწერა,განტოლებების ამოხსნა,სხვადასხვა ამოცანების ამოხსნა
სხვადასხვა ხერხით (განტოლებით, ნახაზით,სინჯის ხერხით,ცხრილის შედგენით,ვენის
დიაგრამით,უკუსვლით),
გეომეტრიული ფიგურების (მართკუთხედის,კვადრატის,მართკუთხა
სამკუთხედის, პარალელოგრამის,რომბის ,ნებისმიერი ფიგურის) პერიმეტრისა და
ფართობის გამოთვლა,ერთი ცვლადის
გამოსახვა მეორე ცვლადით,მაგ a=P:2-b, იცის
როგორ გამოთვალოს მართკუთხედის გვერდი,თუ იცის მართკუთხედის პერიმეტრი და მეორე
გვერდი,შეძლებს დაასახელოს მოცემული რიცხვებით რამდენი ორნიშნა,რამდენი სამნიშნა
ან რამდენი ოთხნიშნა რიცხვების ჩაწერა შეიძლება .
|
|||||||||||
განხორციელებული
აქტივობები:
|
შევნიშნე,რა მე-5 კლასის მოსწავლეების დიდი მონდომება
და ინტერესი,მათი მოთხოვნილებები,საჭიროებები,ინდივიდუალური შესაძლებლობები და მოტივაცია
კონკურსებში,ოლიმპიადებში მონაწილეობისა,გადავწყვიტე შემექმნა სპეციალური პროგრამა
მათთან კლასგარეშე დამატებითი საქმიანობისათვის.ეროვნული
სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისად ავამაღლებდი საგნის სწავლების დონეს,დამატებითი მასალით გავამდიდრებდი მათ ცოდნა-წარმოდგენას
მათემატიკაში და ეს იქნებოდა გარანტი წარმატების
მოპოვებისა კონკურსებსა და ოლიმპიადებში. მოსწავლეებთან
ერთად შევადგინე სამოქმედო პროგრამა,რომელშიც
გავითვალისწინე მეხუთე კლასის მოსწავლეთა ინდივიდუალური,ასაკობრივი თავისებურებები,საჭიროებები
და ინტერესები.ჩვენ მიერ შედგენილი პროგრამის
დასაყრდენი გაკვეთილზე შეძენილი ცოდნის შევსება,განმტკიცება-გაღრმავება
იყო.
რადგან მოსწავლეები ვიზუალურ მახასიათებლებს უფრო იმახსოვრებენ,ამიტომ
გამოვიყენე მრავალფეროვანი თვალსაჩინოება,ინტერნეტ-რესურსები;
http://kings.ge/ http://balavarigeorgia.ge/testebi.html , https://everest.ge/
https://www.facebook.com/smartcompetition
ტესტების
ნიმუშები, დამატებითი სახელმძღვანელოები, მასწავლებლების მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები. აქტივობები გეგმის სრული შესაბამისობით წარიმართა.
წინა წლებში მათემატიკის სხვადასხვა ოლიმპიადებზე გამოყენებული
ტესტების ამოხსნა,გარჩევა.
ვუნდერკინგის მოსამზადებელი ტესტების დამუშავება.
ხანის აკადემიის მე-5 კლასის შესაბამისი მასალებისა
და ტესტების დამუშავება.
თემატიკის შესაბამისი ტესტების,ამოცანების,მაგალითების
ამოხსნა მიმდინარეობდა ინდივიდუალურად,წყვილებში ან ჯგუფურად.
შემაჯამებელი ტესტირება უკავშირდება პროგრამით გათვალისწინებული
სწავლა-სწავლების განსაზღვრულ შედეგებს.ფასდება
შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები.წარმოჩინდება მათი ცოდნისა და უნარების დადებითი და უარყოფითი
მხარეები,ამიტომ შემაჯამებელ ტესტირებას განსაკუთრებული როლი მივანიჭე.
მე და ჩემი მოსწავლეები ხალისითა და ენთუზიაზმით შევუდექით
მუშაობას.დაგეგმილი აქტივობების განხორციელებამ დადებითი შედეგი გამოიღო.გაიზარდა მოსწავლეთა
აკადემიური და ინტელექტუალური დონე,
ჩემმა მოსწავლეებმა
მონაწილეობა მიიღეს კინგსის,ევერესტის,სმარტის,რობინსონის,იმედი ხვალის ოლიმპიადებზე
და ასევე სასკოლო ოლიმპიადაში.მათ კარგი შედეგები აჩვენეს და გამიხარეს გული.წარმატებით
გადალახეს ოლიმპიადის პირველი,მეორე,მესამე და ფინალური ტური. მათ დაიმსახურეს დიპლომები
და სერთიფიკატები,დარწმუნდნენ თავიანთ შესაძლებლობებში და მიხვდნენ შრომის ძალას.მოსწავლეებს
გამოუმუშავდათ სიბეჯითის უნარი.
მუშაობის პერიოდში სერიოზული დაბრკოლების წინაშე არ
აღმოვჩენილვარ,მუშაობა მიმდინარეობდა წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით,
ჩემი აზრით,მიზანი მიღწეულია და თვალსაჩინო.მოსწავლეთა
საჭიროებები და ინტერესები დაკმაყოფილებულია,თუმცა მათემატიკა უსასრულო სიმრავლეა.ძნელია
ერთ წელში ყველაფრის სწავლება და ყველაფრის მიღწევა.მიმაჩნია,ჩემი როგორც მასწავლებლის
პროფესიული დაოსტატების,წარმატების პირობაა დაუღალავი შრომა,სასწავლო პროცესის სრულყოფისათვის
ინოვაციური მეთოდების მოძიება,კოლეგებთან თანამშრომლობა და საინტერესო,მრავლისმომცემი ტრენინგებზე დასწრება.
24 .06.2019
რუსუდან გაფრინდაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий